განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. ზესტაფონში, სერგო ზაქარიაძის ქ. №27-ში, ი/მ თემურ ხომასურიძის პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენის) საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
ი/მ თემურ ხომასურიძის მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქ. ზესტაფონში, სერგო ზაქარიაძის ქ. №27-ში პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენის) საწარმოს ექსპლუატაციის პროექტს (იხ.ბმული).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 22 ივლისის №21/3752 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.