გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ - შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/202).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 22 ივლისის N 21/3779 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება.