სგშ - სკრინინგის განცხადება - „ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“
სგშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“
დამგეგმავი ორგანო: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორიული ერთეული, მეჯინისწყლის უბანი, ფ. ხალვაშის ქუჩის (N188) მიმდებარე ტერიტორია (ს/კ 05.32.09.877)
წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@nea.gov.ge
სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები;
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას;
სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას;