გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. არაშენდაში ფ/პ ჯაბა გილიგაშვილის სამელიორაციო (სარწყავი) სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
ფ/პ ჯაბა გილიგაშვილის მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. არაშენდაში სამელიორაციო (სარწყავი) სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5879).
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 30 ივნისის N21/5130 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.