შპს ,,RMG Gold”-ის მიერ ,,ბნელი ხევის’’ საბადოს მადანსაზიდი გზის გაყვანის შედეგად დეგრადირებული სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
- დაწყების თარიღი:
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი: - შპს ,,RMG Gold” -ის მიერ ,,ბნელი ხევის’’ საბადოს მადანსაზიდი გზის გაყვანის შედეგად (სოფ. ბერთაკარიდან მდ. ხრამამდე მონაკვეთი) დეგრადირებული 10 833 კვ.მ სახელმწიფო ტყის მიწის პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი: - შპს „RMG Gold“
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ადგილი: - ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წერილობით წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, 2024 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150, ან მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: info@nea.gov.ge