სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ 110 კვ ძაბვის „სტორი 1 ჰესი - ქ/ს ახალი თელავის“ მიწისზედა (საჰაერო) ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 110 კვ-იანი ძაბვის საჰაერო ეგხ-ის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თელავის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2025 წლის 18 სექტემბერი, 12:00 საათი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ.
ფშაველის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 18 სექტემბერი, 14:30 საათი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ.
გულგულის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 18 სექტემბერი, 16:30 საათი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ.
ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები
და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/6d01ad2d-69a2-4e2a-9d3d-ab2b8e7289a8