შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე ურბნისი ჰესის და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 16.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ურბნისი ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ენ-სი ჯგუფი 2022”

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქარელის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2025 წლის 19 სექტემბერი, 11:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ურბნისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 19 სექტემბერი, 14:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025
წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების
ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/8e501156-728e-4e70-b351-ab84fee699ba