საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობა
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2025 წლის 6 ნოემბერი, 11:00 საათი, ქ. თბილისი, ზაჰესის N 208 საჯარო სკოლის შენობა (მის: ქ. თბილისი, ზაჰესი, თავისუფლების ქ. 22)
- 2025 წლის 6 ნოემბერი, 15:00 საათი, ქალაქ თბილისის N17 საჯარო სკოლის შენობა (მის: ქ. თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის ხეივ. 14 კმ.)
- 2025 წლის 7 ნოემბერი, 11:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქ. მცხეთა, ანტიოქიის #7)
- 2025 წლის 7 ნოემბერი, 15:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/b2081e9b-7652-4dd7-a12d-d20f7abc59c2
