ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, მრავალფუნქციური ტურისტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG”
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 28 მაისი, 13:00 საათი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის კინოთეატრის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 1 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/5156549e-d7b3-41e3-a27f-7f59c551fa62
