შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „კორეან ელექტრონიქსის“ მიერ ქ. ბათუმში სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სახიფათო ნარჩენების (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები) წინასწარ დამუშავების და წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვა

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:შპს „კორეან ელექტრონიქს“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2026 წლის 21 სექტემბერი, 16:00 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა ( მის: ლ. ასათიანის ქუჩა N25, ბათუმი, 6010)

 

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/00991d7f-e2dc-4ea8-9dfa-7d48a0c02555 

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501