შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დროის ცვლილების შესახებ - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

2022 წლის 1 აპრილს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას. აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების ჩანიშვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო: 2022 წლის 19 მაისს, 16:00 სთ-ზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლაში და 2022 წლის 20 მაისს, 12:00 სთ-ზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33970).

 

მიმდინარე წლის 18 მაისს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება N04/185, რომლის მიხედვით კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტების მისიებში კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობისა და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო განხილვებზე დასწრების შეუძლებლობის გამო, კომპანია ითხოვს ჩანიშნული საჯარო განხილვების ერთი კვირის ვადით გადადებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო განხილვები გაიმართება:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში - 2022 წლის 20 მაისის ნაცვლად, 27 მაისს 12:00 სთ-ზე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლის შენობაში 2022 წლის 19 მაისის ნაცვლად, 27 მაისს 16:00 სთ-ზე.