გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში ი/მ ნანა ცინცაძის სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
ი/მ ნანა ცინცაძის მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ბმული).
გაცნობებთ, რომ სააგენტომ 2022 წლის 18 მაისს N21/1803 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.