მენეჯმენტი
მოადგილე
ირაკლი მეგრელიძე
დაბადების თარიღი:
1986 წლის 13 აგვისტო
განათლება:
2003 - 2007 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - ბაკალავრი;
2012 - 2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS) ტექნოლოგიები - მაგისტრი;
2014 - 2021 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულება - დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება:
09/2025 დღემდე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
2020 - 2025 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2019 - 2020 შპს “მაუნთინ რეზორტს სოლუშანს“, თოვლსაზვავე ჯგუფის უფროსი - გუდაური-კობის სათხილამურო არეალი;
2014 - 2019 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2014 წ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
2011 - 2014 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სამმართველოს უფროსი;
2010 - 2011 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების აღრიცხვისა და მოსალოდნელი შედეგების შერბილების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2006 - 2010 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, თოვლსაზვაო მომსახურების განყოფილების უფროსი;
2005 - 2006 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შერბილების სპეციალისტი;
პუბლიკაციები:
არის 8 სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.
დამატებითი ინფორმაცია:
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი;
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) - საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველი ჰიდროლოგიაში;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;
ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკლულტეტის ასოცირებული პროფესორი.
სასწავლო კურსები:
2005 წ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) რადიოლოკაციის სპეციალური სასწავლო კურსები. თურქეთი, ალანია;
2006 წ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) „ელექტრონული დაკვირვების სისტემები“ სპეციალური სასწავლო კურსები. თურქეთი, ალანია;
2007 წ. NATO-ს პროგრამით გათვალისწინებული კურსები „საერთაშორისო გარემოებრივი კატასტროფების ოპერაციები“, შვედეთი, სანდო;
2008 წ. ESM-ის მოკლე სასერტიფიკატო პროგრამა „მენეჯმენტის საფუძვლები“. საქართველო, თბილისი;
2008 წ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) „სწავლება ჭექაქუხილის სპეციალისტებისათვის“ სასწავლო კურსები. რუმინეთი;
2009 წ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სტიქიური პროცესების ადრეული გაფრთხილება“ სასწავლო კურსები. ჩინეთი, ნანკინი;
2009 წ. TWENTE-ს უნივერსიტეტის სასწავლო კურსები „ბუნებრივი საფრთხეების რისკების შეფასება“, საქართველო, თბილისი;
2009 წ. TWENTE-ს უნივერსიტეტის სასწავლო კურსები „გეოსაინფორმაციო სისტემები და დისტანციური ზონდირება“, საქართველო, თბილისი;
2010 წ. TWENTE-ს უნივერსიტეტის სასწავლო კურსები „რისკების მენეჯმენტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასება“, საქართველო, თბილისი;
2011 წ. TWENTE-ს უნივერსიტეტის სასწავლო კურსები „დისტანციური ზონდირება და გეოსაინფორმაციო სისტემები ბუნებრივი კატასტროფების შესაფასებლად“, ჰოლანდია, ენსხედე;
2011 წ. კავკასიის არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის სასწავლო კურსები „სივრცული მონაცემები კატასტროფების რისკების მენეჯმენტისათვის“. საქართველო, ბულაჩაური;
2011 წ. კავკასიის არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის სასწავლო კურსები „1 განზომილებიანი მოდელირება მდ. რიონის ქვემო ნაწილისათვის“. საქართველო, ბულაჩაური;
2012 წ. რეგიონალური კურსები საქართველოსთვის, სომხეთისათვის და აზერბაიჯანისთვის „ეკოსისტემების საფუძველზე კატასტროფების რისკების შემცირება და მდგრადი განვითარება“. საქართველო, თბილისი;
2013 წ. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო SDC - „წყლის რესურსები, პოლიტიკა და მენეჯმენტი". საქართველო, თბილისი;
2014 წ. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო SDC - „რეგიონალური კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაცია". საქართველო, თბილისი;
2016 წ. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სასწავლო კურსები „საგზაო მეტეოროლოგიური ინფორმაციის სისტემები“. საქართველო, თბილისი;
2017 წ. საქართველოში კრიზისების მართა “ბრინჯაოს კომანდერი“, სასწავლო კურსები. თბილისი, საქართველო;
2017 წ. UNDP-GEF KURA II სასწავლო კურსები ეკოლოგიური ხარჯის შეფასებაზე. თბილისი, საქართველო;
2018 წ. ევროკავშირის წყლის ინიციატივის სასწავლო კურსები „ზედაპირული წყლის სხეულების დელინიაცია“. კიევი, უკრაინა;
2018 წ. თოვლის საერთაშორისო სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა (ISSW 2018). ინსბრუკი, ავსტრია.
2019 წ. NATO -ს ეგიდით გამართული სამუშაო შეხვედრა - კავკასიაში გეოსაფრთხეების შერბილების სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების შექმნა: რეგიონალური მიდგომა. თბილისი, საქართველო;
2019 წ. IVLP-ის პროგრამით ვიზიტი აშშ-ში განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით.
2022 წ. საერთაშორისო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“. თბილისი, საქართველო;
2024 წ. მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მთაში კლიმატის გამძლეობისთვის“; ინსბრუკი, ავსტრია.
ენები:
ინგლისური;
რუსული.