ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ტრენინგი გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოლოგიის დეპარტამენტების, ასევე სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი თემაზე „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელის ფუნქციონირება“ საერთაშორისო ექსპერტმა, ჯუზეპე კალორიმ გამართა.
ტრენინგი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგზე სპეციალისტები გაეცნენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელის ფუნქციონირების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას მოდელირების დანერგვის მიმართულებით.
პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.