2021-2022 წლის ზამთრის სეზონის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ჰიდრომეტეოროლოგია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-26) მომზადებული 2021-2022 წლის ზამთრის სეზონის გათვალისწინებით, მაღალი წნევის არე გავრცელებული იქნება ცენტრალურ ევროპაზე და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო ნაწილზე, ხოლო სამხრეთიდან ადგილი ექნება დაბალი წნევის ზემოქმედებას.
აღნიშნულ პროგნოზზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მაღალი ალბათობით კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -7, -9; მთაში -13, -14; მაღალ მთაში -16, -17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -8, -13; მთაში -14, -18, მაღალმთაში -21, -27 გრადუსამდე.