ყაზბეგში, დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გეოლოგიური საფრთხეების შეფასება განხორციელდა, მომზადდა შესაბამისი რუკა და ანგარიში
გეოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში, პროექტის „ტერიტორიის შეფასება ღვარცოფული პროცესის საფრთხის თვალსაზრისით ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, განხორციელებული სამუშაოების შედეგები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) ანალიზი/შეფასება განხორციელდა, ჩატარდა საველე გეოლოგიური კვლევები, ასევე, ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მონაცემების დამუშავების შესახებ. პროექტის ბოლო ეტაპზე, მომზადდა შესაბამისი რუკა და ანგარიში, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს გადაეცა.
პროექტი „ტერიტორიის შეფასება ღვარცოფული პროცესის საფრთხის თვალსაზრისით ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერაა დაფინანსებული, განმახორციელებელი ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურია.