ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონალურ სამსახურს, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი ესტუმრა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბათუმის რეგიონალურ ოფისში, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენის ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
ელჩი, აღნიშნული დეპარტამენტების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის დაბინძურების მონიტორინგის და მეთევზეობის საკითხებზე, ასევე, შავი ზღვის საერთო დღის წესრიგისა (CMA) და მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე.