23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში ჩაეშვა თანამედროვე სტანდარტების ორი მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც განთავსებულია ქ. ქუთაისისა და სოფ. კიკეთის მიმდებარედ. რადარების მეშვეობით, შესაძლებელია დადგინდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ასევე, დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარები, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას უწყობს ხელს. მონიტორინგი 90 მეტეოროლოგიური და 68 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.
მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით საჯარო ლექციაც გაიმართა, სადაც სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დარგის განვითარების ისტორიასა და თანამედროვე მიღწევებზე ისაუბრა.
მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს ევროპული სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.
საქართველოში მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.