შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გეოლოგიის პროფესიული დღე

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თეიმურაზ მთივლიშვილმა და უფროსის მოადგილემ, თამარ შარაშიძემ გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს გეოლოგიის დარგის სპეციალისტების მიერ მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება; მიმდინარეობს ტექნიკური გადიარაღების პროცესი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დარგის განვითარებისთვის.

2021 წელს, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 406 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მოამზადეს, შეფასდა 787 დასახლებული პუნქტი, 1268 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი, შეფასებულია 1477 დასახლება. გამოიცა კახეთის მხარის გეოლოგიური რუკები, შესაბამისი ანგარიშით, რითიც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის რუკების მომზადება დასრულდა და დაიწყო დასავლეთ საქართველოს დამუშავება. მიმდინარე წელს, გეოლოგიის დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რუკებს და ანგარიშს მოამზადებს.

საქართველოში არსებული ჰიდროგეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, კახეთის მხარეში მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელი 10 ავტომატური სადგურით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის ონლაინ ვებინარი - „პროფესია გეოლოგი“ გაიმართება, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დარგის განვითარების ისტორიის, მიმდინარე პროექტების, სტიქიურ გეოლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების და პრევენციის შესახებ ისაუბრა.