მინისტრი ოთარ შამუგია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მინისტრის მოადგილეებთან ნინო თანდილაშვილთან და გიორგი ხანიშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრი სააგენტოს საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო.
შეხვედრაზე განხილული იყო 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხები, ასევე წლის ბოლომდე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები და არსებული გამოწვევები.
აღნიშნულ შეხვედრაზე დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და ბოლო 6 თვე შეაჯამეს.