შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება

ლიცენზიები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში, აუქციონის წესით, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიები გაიცა.

საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება.

აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.  

აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა.

გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.