ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგნეტოს წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აღნიშნული გზამკვლევის შემუშავება მნიშვნელოვანია საქართველოში ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების არსებული სისტემის გაუმჯობესების, ასევე, თანამდეროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.
ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი” (GRF) ფარგლებში ხორციელდება.