შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მორიგი ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტთა გუნდმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის „ზუმ“ მოდელირების შესახებ ტრენინგი გამართა.

ხუთდღიანი ონლაინ ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ხანგრძლივობა 13 თვეა და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებაში, „ზუმ“ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და დაბინძურების წყაროების წილის განაწილებაში, ასევე, მხარდაჭერა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაში.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელ მსოფლიოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემების დანერგვა.