შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022წწ ) შეფასების ანგარიში მომზადდა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ქვეპროექტის  “ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შეფასების ანგარიში მომზადდა.

აღნიშნული ანგარიში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №2059 განკარგულებით დამტკიცებული „2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შედეგების სეფასებას წარმოდგენას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის“ მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაშია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან და მიზნებთან და ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პრიორიტეტებთან.

შეფასება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად განხორციელდა, რომელშიც  გამოყენებული იქნა საქართველოს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემაში მიღებული შეფასების 5 ძირითადი კრიტერიუმი: შესაბამისობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, მდგრადობა და გავლენა.

სამოქმედო გეგმის შეფასების ანგარიში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა.