შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტები სლოვაკეთში სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და  სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის „თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დაინსტალირება და დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ ფარგლებში, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები სლოვაკეთში სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ.

ტრენინგზე ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის  მოთხოვნების და, ახალი ორგანული ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრის მიზნით, გაზქრომატოგრაფიული ანალიზების დანერგვის საკითხები განიხილეს.

აღნიშნული ტიპის სასწავლო ტრენინგებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და  სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.