მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, ქ. ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, ქ. ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, მიზნები და სამომავლო ღონისძიებები.
პროექტის მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება ცნობიერების ამაღლების მიზნით და დაბინძურების შემცირება შავი ზღვის აუზის რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები და წყლის ზედაპირიდან დასუფთავების სადემონსტრაციო აქციები. შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად შემუშავდება სახელმძღვანელო შესაბამისი რეკომენდაციებით. სახელმძღვანელოში განსაზღვრული იქნება ღონისძიებები ეფექტური და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად, ასევე აქტივობები შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შესამცირებლად.
შეხვედრას ადგილობრივი დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში.