შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში 2024 - 2025 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი

ჰიდრომეტეოროლოგია

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-32) 2024 - 2025 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი მომზადდა.

პროგნოზის მიხედვით,  ზამთრის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები შავი ზღვის სანაპირო ზოლში კლიმატური ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურის  -5, -10, მთიან რაიონებში -12, -17, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -19, -24 გრადუსამდე დაცემა აღინიშნოს. 

კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელი ამინდი დაზუსტდება მოკლევადიანი პროგნოზით.