სამუშაო ვიზიტი რუმინეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები პროექტის “შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული პროექტი ატარებს ინოვაციურ ხასიათს და მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში მობილური სადგურებიდან და არსებული ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის სტანდარტიზირებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნას.
პროექტი ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს ძირითადი პარამეტრების ტემპერატურის, მარილიანობის, ჟანგბადის დონის და ზღვის ფსკერის მახასიათებლების უწყვეტ მონიტორინგს.
აღნიშნულ პროექტს გარემოს ეროვნული სააგენტო თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.