შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის “ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად” ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ავსტრიის გარემოს სააგენტოს (UBA) და Geosphere Austria-ს ექსპერტები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში მათი გამოცდილება გაუზიარეს და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სხვადასხვა ტექნოლოგიები გააცნეს, რომლებიც რეალურ დროში მონაცემთა ანალიზისა და გრძელვადიანი პროგნოზირებისთვის გამოიყენება. ასევე, მონაწილეებმა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების დანერგვის მიმართულებით სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტი ევროკავშირისა და გაეროს სამი სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) მხარდაჭერით და ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.