შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგი გარემოს ეროვნულ სააგენტოში

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰიდროლოგიური მონაცემების დამუშავების, ანალიზის, პროგნოზირების და ჰიდრომეტრიული გაზომვების მიმართულებით  მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს.  

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრიტანელი და ავსტრიელი ექსპერტებისგან მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე მიეღოთ ინფორმაცია.

ტრენინგის ფარგლებში,  საქართველოს მდინარეებზე შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი განხორციელდა; განხილულ იქნა ადრეული შეტყობინების პლატფორმის DELFT-FEWS სისტემა.

ამავე ტრენინგის ფარგლებში, დაბა ფასანაურში, თეთრ და შავ არაგვზე არსებულ ჰიდროლოგიურ საგუშაგოებზე ჰიდრომეტრიული გაზომვები ჩატარდა, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა, გაზომვების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, პრაქტიკული რეკომენდაციები წარმოადგინეს.

აღნიშნული ტრენინგი მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველო: კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ჰიდრომეტეოროლოგიური, კლიმატური და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობებისა და სერვისების გაძლიერების გზით" ფარგლებში განხორციელდა.