საპარტნიორო შეხვედრა ქ. სტამბოლში
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, მორიგი საპარტნიორო შეხვედრა ქ. სტამბოლში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, მიზნები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.
პროექტის ფარგლებში შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შექმნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთმანეთთან ციფრული პლატფორმის საშუალებით იქნება დაკავშირებული. თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის შერჩეული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრებისა და სადემონსტრაციო კამპანიების ორგანიზება.
აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში.