შავი ზღვის ფოთის სანაპირო ზოლში მედუზების გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ოპერატიულად შეისწავლეს აღნიშნული ფაქტი.
სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის გლობალური, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. მათ სიმრავლეს ზღვის ფსკერსა და წყალში საარსებო პირობები, ასევე, გაზაფხულის სეზონზე არსებული ტემპერატურა განაპირობებს.
მედუზების გამორიყვის მიზეზი, განსაკუთრებით მათი ჭარბი რაოდენობის პირობებში, შესაძლოა იყოს ზღვის ღელვა, დინება და ქარის მიმართულება.
მედუზების გამორიყვის ფაქტები სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.