შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტებისთვის მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების შესახებ ტრენინგები გაიმართა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი გადასცა. რადარის მომწოდებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.

რადარი დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში უახლოეს პერიოდში შევა.

რადარი საშუალებას იძლევა, დაახლოებით, 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცეს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ფინური კომპანიის „VAISALA“ წარმომადგენლებმა მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების შესახებ თბილისსა და ქუთაისში ტრენინგები გამართეს.

აღნიშნული რადარი შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.