შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გეოლოგიური საფრთხეების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით

გეოლოგია

და რისკის შერბილების გაძლიერება InSAR მონაცემთა ინტერპრეტაციისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით” ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იტალიური კომპანიის TRE Altamira და IMAGEO-ს ექსპერტები იმყოფებოდნენ.

ექსპერტებმა სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძესთან და გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. ტრენინგი გაიმართა თემაზე - თანამედროვე დისტანციური ზონდირების (სატელიტური) ტექნიკის გამოყენება გეოლოგიური საფრთხის იდენტიფიკაციისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, მეწყრული პროცესებით განსაკუთრებით დაძაბული უბნებზე საველე გასვლები განხორციელდა.

პროექტის „გეოლოგიური საფრთხის მონიტორინგისა და რისკის შერბილების გაძლიერება InSAR მონაცემთა ინტერპრეტაციისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით” მიზანს სხვადასხვა პერიოდის სატელიტური გამოსახულებების შედარება, მეწყრების იდენტიფიცირება, გადაადგილების სიჩქარის და სხვა მახასიათებლების დადგენა, ასევე,  გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზის განახლება და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების გაცემა წარმოდგენს.