სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, მიხეილ ფიფიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია მხარეებს შორის სამეცნიერო მიმართულებით, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების, პროგნოზების, მონაცემთა გაცვლის, კვლევის, საზოგადოებრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობა.
მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის სამეცნიერო სფეროში ერთობლივი კვლევები, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე, კადრების გადამზადება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
