მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების პლატფორმების და ადრეული შეტყობინების პროტოკოლების მიმართულებით შემუშავებული შეთავაზებების გაცნობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების პლატფორმების და ადრეული შეტყობინების პროტოკოლების მიმართულებით შემუშავებული შეთავაზებების გაცნობის თემაზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობების შესახებ იმსჯელეს. სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იოსებ ქინქლაძემ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოების, საპროგნოზო და ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
სამუშაო შეხვედრას, გარემოს ეროვნული სააგენტოს და პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი საჯარო უწყებების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნულ დონეზე მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების პლატფორმების შექმნა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.
