გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, ახალი პროექტის „მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება საქართველოს შავი ზღვის თევზჭერის სექტორში“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტების მიერ შავი ზღვის საქართველოს წყლებში თევზის რესურსების სამეცნიერო კვლევები, მათ შორის რაპანას მონიტორინგი, კამბალას თევზჭერისას გამოყენებული ბადეების ეფექტიანობის შეფასება და თევზჭერის სექტორის სოციალურ-ეკონომიკური კვლევები განხორციელდება.
აღნიშნული კვლევები დაეხმარება ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შავი ზღვის თევზჭერის რესურსების უკეთ შეფასებაში, ასევე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მეთევზეობის სექტორის განვითარებას და შავი ზღვის ეკოსისტემის მდგრადობას.
