შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბულგარეთში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის  „ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება და მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლება მდგრადი მეთევზეობისა და ეკოლოგიურად სუფთა აკვაკულტურისათვის შავ ზღვაში“ განხორციელება  დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გამართულ პარტნიორების სამუშაო შეხვედრას ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ კაზალიკაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაში ასევე,  მონაწილეობას იღებდნენ პროექტის პარტნიორები ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

აღნიშნული პროექტის მიზანია ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება და შავი ზღვის რეგიონში მდგრადი თევზჭერის და აკვაკულტურის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ცხელი ხაზი: 1501