სააგენტოს სპეციალისტებმა, იმერეთის მხარეში, კომპლექსური საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს
გეოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, იმერეთის მხარეში, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კომპლექსური საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს.
საველე სამუშაოების ძირითად მიზანს საკვლევ ტერიტორიებზე არსებული გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირება, მათი გავრცელების არეალების დაზუსტება და არსებული მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა. კვლევების ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მეწყრული, ღვარცოფული, კლდეზვავ-ქვათაცვენითი, ეროზიული და სხვა პროცესების გამოვლენა და საველე პირობებში შესწავლა.
ჩატარებული საველე და შემდგომი კამერალური კვლევების შედეგების საფუძველზე ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების გეოლოგიური საფრთხეების განახლებული მონაცემთა ბაზადა გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკებიმომზადდება, რაც ხელს შეუწყობს საფრთხის შემცველი ტერიტორიების იდენტიფიცირებას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
აღნიშნული აქტივობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის - „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ფაზა 2“ ფარგლებში განხორციელდა.
ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოსა და შვეიცარიის ხელშეწყობით.
