შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ახალგაზრდულ ეკო-ბანაკში თემაზე „ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა“ საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, გორში, ახალგაზრდულ ეკო-ბანაკში თემაზე „ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა“  საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სააგენტოს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ნებართვების სამმართველოს წარმომადგენელმა, ანი მარტყოფლიშვილმა ახალგაზრდული ბანაკის წევრებს ნარჩენების მართვასა და შესაბამის კონვენციაზე ესაუბრა. ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ნარჩენების მართვის იერარქიაზე, პრევენციაზე, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე, ელექტრონულ ნარჩენებზე, მიკროპლასტიკზე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასა და ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე. ასევე, გაეცნენ ცირკულარული ეკონომიკისა და ბაზელის კონვენციის შესახებ ინფორმაციას.

მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პრაქტიკულმა აქტივობებმა — „ნარჩენების სასამართლო“-მ, სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მხარის როლები მოირგეს და პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ და თავად ჩართულიყვნენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501