გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
მიმდინარე პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის და სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ერთდღიანი დისტანციური სამუშაო სემინარი გაიმართა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სემინარზე საერთაშორისო ექსპერტმა ჯორჯო არდუინომ ქართველ კოლეგებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი)“ წარუდგინა.
აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაგეგმოს და უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.
ინიციატივა „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ხორციელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.