შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტებს, ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგისთვის, თოვლმავალი გადაეცა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ. 

ზვავის წარმოქმნის მხრივ, მაღალი რისკის ერთ-ერთ ლოკაციას საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს. გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დროს, გადაადგილება მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლებელია. თოვლმავალის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.