სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები პროექტის “ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წამომადგენლებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჟილინას და კოშიცეს რეგიონების მუნიციპალიტეტები მოინახულეს, სადაც საველე დაკვირვებები განახორციელეს და გეოლოგიური პროცესების წარმოშობის მიზეზები განიხილეს.
მონაწილეებმა სლოვაკეთში სტალაქტიტებით ცნობილი გამოქვაბული დაათვალიერეს და ასევე, ვიზიტის ფარგლებში სლოვაკური კომპანიის ცენტრალურ ოფისში მხარეებმა თავიანთი საქმიანობა და მიმდინარე პროექტები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის განხორციელებაში გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სლოვაკური კომპანია HES - COMGEO, ჩეხეთისა და პოლონეთის გეოლოგიის სამსახურები მონაწილეობენ.
საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, უწყებებს შორის გამოცდილების გაცვლასა და პროფესიული კავშირების გაძლიერებას.
