შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დილიდან გუდამაყარში იმყოფებიან და ოშპიტელი - გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

მიმდინარე წლის 23 მარტს, გუდამაყრის ხეობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ე.წ „ოშპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას, რასაც ხელი შეუწყო  ბოლო დღეებში ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა.

აღნიშნულმა პროცესმა  საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. რის შედეგადაც ხეობაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა სიტუაციის შეფასების მიზნით, ოპერატიულად განახორციელეს სამიზნე არეალის პირველადი კვლევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების, კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მავრთულბადის მოწყობის შესახებ.