შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესის სრულყოფის მიზნით, მორიგი ონლაინ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,  ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის უწყვეტად მუშაობს.

პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ჰაერის სამმართველოს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა ონლაინ ტრენინგი გამართა თემაზე „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის პროგრამული უზრუნველყოფა“.

აღნიშნული ტრენინგის საფუძველზე, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს, რასაც შემდგომ პრაქტიკაში დანერგავენ.

აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.