შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების კომპლექსური ანგარიში მომზადდა

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ საინფორმაციო ჰიდროგეოლოგიური ანგარიში „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასება (არსებული მდგომარეობის ანალიზი, პროგნოზი და რეკომენდაციები)“ მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსებთან დაკავშირებით, მსგავსი კომპლექსური ანგარიში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შეიქმნა.

ანგარიში მოიცავს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამუშავებულ ინფორმაციას გეგმიური ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის, მეთოდო­ლო­გიის, მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებ­ლების შეფასებისა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსებზე ადამიანის მხრიდან ზემოქმედების და კლიმატის ცვლი­ლების ზეგავლენით არსებული გამოწვევების შესახებ.

ანგარიშში ასევე ასახულია საფონდო-ისტორიული მონაცემები საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსებისა და მათი გამოყენების შესახებ.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიში ყველა შესაბამის უწყებაშია გაგზავნილი. დაინტერესებულ პირებს კი, დოკუმენტის გაცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ფონდებში შეუძლიათ.