გარემოს ეროვნული სააგენტოში აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია მუშავდება
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ონლაინ სემინარი „საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია” გაიმართა.
სემინარზე ექსტენსიური აკვაკულტურის, მარიკულტურის და ხმელეთზე განთავსებული თევზსაშენი მეურნეობების მიმართულებებით საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს და კერძო სექტორის ჩართულობით საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის ზრდას, სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო სექტორის, ისე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს.