შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლების კურსი „კლიმატოლოგია და ჰავის რესურსები" გაიარეს

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს   გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიანა ქართველიშვილის ლექციას „კლიმატოლოგია და ჰავის რესურსები" დაესწრნენ. აღნიშნული ლექციის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ. პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, სტუდენტებმა, ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, ბიოლოგიური და ქიმიური მეთოდებით ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურშიც იმყოფებოდნენ, სადაც  ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურის, სინოტივის, მზის რადიაციის საზომი ხელსაწყოების, მათ შორის, ბარომეტრის, რომელიც ერთადერთია საქართველოში, მუშაობის პრინციპს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ლექცია-სემინარები გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტების მიერ გეოგრაფია-გეოლოგიის დარგის სპეციალობის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა  და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.