შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებით აღიჭურვა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა.

სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და საგუშაგოები საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე 2023 წლის ბოლომდე დამონტაჟდება. 89 ერთეული ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ღირებულება 4 296 873 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დასრულდება გარემოს ეროვნული სააგენტოს საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით. ლაბორატორია მომსახურებას გაუწევს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სადგურების შეუფერხებლად მუშაობას.