გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის, მიწისქვეშა წყლების მართვის თემაზე ერთკვირიანი ტრენინგი გაიმართა
გეოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, ერთკვირიანი ტრენინგი თემაზე „მიწისქვეშა სასმელი წყლების მოდელირება თანამედროვე მეთოდოლოგიით“ საერთაშორისო ექსპერტმა, ვიბრანდ ვან ელენმა გამართა.
საერთაშორისო ექსპერტმა სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაცია გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილების და მიწისქვეშა სასმელი წყლების მოდელირების სისტემის დანერგვისთვის აუცილებელი საქმიანობის შესახებ.
მიწისქვეშა წყლების მოდელირების თანამედროვე სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჰიდროგეოლოგიური ამოცანის გადასაწყვეტად, მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების შეფასების და პროგნოზირებისთვის, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადი მართვისთვის.
ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.